თსუ მედიცინის ფაკულტეტის ქართულ და ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან პროგრამებს - „მედიცინა“ და „Medicine” - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სრული შესაბამისობით ყველა სტანდარტთან მიმართებაში, 7 წლის ვადით.
აღნიშნული პროგრამები წარმოადგენს მიმდინარე პროგრამების მნიშვნელოვნად განახლებულ, რთულ და საინტერესო ვერსიას, რომელთა განხორციელებაც წელსვე, შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.